tr.turkishmarble.asia
turkishmarble.asia
fr.turkishmarble.asia
en.turkishmarble.asia

რა არის ქერლინგი – Curling



ზამთრის სპორტი ქერლინგი

ზამთრის სპორტი – ქერლინგი

ქერლინგი (ინგლ. Curling ხვეული, დახვევა). ზამთრის სპორტის სახეობა, გუნდური თამაში ყინულზე. მოთამაშეთა მიზანია ქვის დისკოს მოთავსება მოედნის ბოლოს მოხაზული წრის შუაგულში. ევროპის ჩემპიონატი იმართება 1951 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი 1978-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1998-იდან.
ქერლინგის ისტორია შუა საუკუნეებში იწყება. მის სამშობლოდ მიჩნეულია შოტლანდია, თუმცა მსგავსი თამაში ჰოლანდიაშიც იყო გავრცელებული. თამაშობდნენ გაყინულ წყალსაცავებზე, დისკოებად რიყის სიპ ქვებს იყენებდნენ.

აქ გაიგებთ თუ რა კავშირშია ეს სპორტი გრანიტის ქვასთან. ეს ქვის რგოლი 90% გრანიტისგან შედგება. XVII საუკუნის რიყის ქვებს სახელურები გაუკეთეს და ისინი თანამედროვე ქერლინგის დისკოებს დაემსგავსა. სპორტისათვის სპეციალურად ირჩევა გრანიტი, სტანდარტული ზომებითა და წონით. ასეთი გრანიტის ქვის დისკის დასამზადებლად ირჩევენ შესაფერის კლდეს. მიზანშეწონილია ასეთი კლდის აფეთქების გზით არა და გახლეჩის ხერხით მოპოვება. რადგან ასეთი გზით სამომავლოდ გრანიტს შეუნარჩუნდება თავისი სიმტკიცე. საშუალოდ მსუბუქი ავტომობილის ზომის ვეებერთელა გრანიტის ლოდი აღწევს 20 ტონას.

ეს ლოდები იჭრება კანაფზე დამაგრებული ალმასის შემცველობის რგოლებით. შემდგომ კი ბუნებრივი გრანიტის ფილების დანაწილება, დაჭრა, გახერხვა და გაპრიალება მოყვება.

 

 

 

 

 

 

 



Number of Views 1.514

Bir Cevap Yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir