tr.turkishmarble.asia
turkishmarble.asia
fr.turkishmarble.asia
en.turkishmarble.asia

რა არის მარმარილო



დღევანდელი თემაა რა არის მარმარილო :

მარმარილო არის ერთიანი მეტამორფული კლდოვანი მინერალური წარმონაქმნი, რომელიც კირქვის მეტამორფიზმის შედეგად წარმოიქმნება. ის ძირითადად კალციტისგან შედგება (კალციუმის კარბონატის, CaCO3 კრისტალიზებული სახე). ის ფართოდ გამოიყენება ქანდაკებებში, საშენ და მოსაპირკეთებელ მასალად მრავალ სფეროში.

საქართველოში იგი მოიპოვება კახეთში (ლოპოტის თეთრი მარმარილო), სვანეთში (დიზის ნაცრისფერ ზოლიანი მარმარილო), იმერეთში (შროშის მარმარილო).

მაღალი წნევისა და ტემპერატურის შედეგად დეფორმირებული კირქვა. ზღვის ბინადრების ნარჩენებისგან შემადგენელი მარმარილო მსხვრევადი ბუნებრივი ქვაა. თეთრ შეფერილობას აძლეს მარმარილოში შემავალი ორი ნივთიერება: კალციუმ კარბონატი და კალციუმ მაგნეზის კარბონატი. ამ ორი ნაერთის გარდა სხვა ნივთიერების შემცვლელი მარმარილო ფერად ფერს იღებს. მარმარილო, რომელსაც დოლომიტისა და კალციუმ კარბონატის გარდა სხვა მატერია ექნება შერეული, მიიღებს ცინცქლოვან ან ზოლებიან შეფერილობას.

ზოლებიანი მარმარილო ყველაზე ხშირად საფრანგეთი, იტალია, პორტუგალიასა და ესპანეთში გვხვდება. იტალია ცნობილია ქათქათა თეთრი მარმარილოს კრისტალებით. რაც შეეხება თურქეთს მისი უდიდესი წყარო მარმარაშია.

მარმარას კუნძულის თეთრი მარმარილო მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ქანდაკების ამოსაძერწად გამოყენებული ეს ბუნებრივი ქვა, არაერთი ნაშრომის მასალადაა ქცეული. მარმარილო რამოდენიმე ტიპად მისი შეფერილობის, შემადგენლობის მიხედვით იყოფა:

  • ფერადი – ფერადი მარმარილო
  • ლიგუსტრუმი – მოწითალო
  • ჭრელა – მცირე მრგვალი ცინცქლებით
  • ჭრელ-ზოლა – ფერადი და ზოლიანი მარმარილო.

ამ მინერალის მოპოვება და კომერციულ საქონლის სახით გამოყენება ტექნიკის საშუალებითაა შესაძლებელი. საჭრელ-საბურღი დანადგარები, ამწევების უხეში მოპოვების შემდეგ ეს მარმარილოს ფილები გადააქვთ სპეციალურ საამქროებში სადაც მას მოყვება შემდეგი დამუშავება. დაწვრილებითი ხელობა CNC დანადგარებით ან  ხელის ძერწვით ამშვენებს მის ორნამენტს.



Number of Views 758

Bir Cevap Yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir