tr.turkishmarble.asia
turkishmarble.asia
fr.turkishmarble.asia
en.turkishmarble.asia

მარმარილოს ფილები



მარმარილო — ერთიანი მეტამორფული კლდოვანი მინერალური წარმონაქმნი. ეს ქანა წარმოიქმნება კირქვის მეტამორფიზმის შედეგად და ძირითადად კალციტისგან შედგება (კალციუმის კარბონატის, CaCO3 კრისტალიზებული სახე). მარმარილო ფართოდ გამოიყენება ქანდაკებებში, საშენ მასალად, და სხვა მრავალ სფეროში. ჩვენს ვებ გვერდზე პროდუქციის დიდი არჩევანის ხარჯზე გეძლევათ საშუალება აარჩიოთ ფერისა და გემოს შესაბამისად სასურველი მარმარილოს ფილები.

საქართველოში მარმარილო მოიპოვება კახეთში (ლოპოტის თეთრი მარმარილო), სვანეთში (დიზის ნაცრისფერ ზოლიანი მარმარილო), იმერეთში (შროშის მარმარილო). მარმარილოს დამუშავების მაღალ ხარისხზე ასულია თურქეთის საწარმოებიც.

მძლავრი ტექნიკის დახმარებით ხდება მისი კლდიდან მოტეხვა. ამ უხეში სამუშაოების შემდეგ დამუშავების პროცესი გრძელდება მიტანილ სპეციალურ საამქროებში. აქ მარმარილოს დაუმუშავებელი ნატეხები ფილებად იჭრება. დასამუშავებლად გამზადებული ფილების შემდგომ ნაბიჯზე გრავირებისა და გაპრიალების საფეხურებს გადის.

მარმარილოს ფილები ძირითადად შიდა დეკორის, მაგიდა-სერვანდების, ქანდაკებისა და სხვადასხვა სუვინირებისთვის გამოიყენება. დღედღეისობით მარმარილო არის ფუფუნების განუყოფელი ნაწილი. მისგან გამზადებული აბაზანები, ბუხრები, ნიჟარები, ოთახების არკები, საუნების მოხმარება იზრდება. ღია სიცრცეში გამოყენებულ მარმარილოს არ უნდა ჰქონდეს ფორები. წინააღმდეგ შემთხვევაში მარმარილოში ჩაჟონილი წვიმის წყალი თან ფერს დაუკარგავს, თან მომავალში დაშლის მიზეზად იქცევა. მარმარილოს წარმოების დროს ნარჩენი ნატეხები გზების მოპირკეთებაში, ხელოვნურ ქვებად, და პლომბის მასალად გამოიყენება. დაახლოებითი გამოთვლებისა და პროგნოზებზე დაყრდობით დღესდღეისობით წლიური მარმარილოს წარმოება 550,000-სა და 650,000 კუბურ მეტრ შორისაა. ბრუნვა კი წლიურად ას მილიონ დოლარამდე ადის.

მარმარილოს წარმოებაში ლიდერი ქვეყნები: იტალია, აშშ, საფრანგეთი, პორტუგალია, გერმანია, თურქეთი, ეგვიპტე, შვეიცარია. ამ ქვეყნებს შორის ყველაზე ლამაზი მარმარილო იტალიაში მოიპოვება. იტალიის კარარას მაღაროდან მოპოვებულ თოვლივით ქათქათა მარმარილოები მსოფლიოში სახელგანთქმულია. დანარჩენ ქვეყნებში მარმარილოს წყაროები მასთან შედარებით უმნიშვნელო რჩება.



Number of Views 1.223

Bir Cevap Yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir