tr.turkishmarble.asia
turkishmarble.asia
fr.turkishmarble.asia
en.turkishmarble.asia

მარმარილო როგორც დეკორატიული ფილა



როგორ წარმოგიდგენიათ მარმარილო? მარმარილო უმეტეს ჩვენთაგანისთვის აბანოებისა და სასაფლაოსქვასთან ასოცირდება. განსაკუთრებით დაუვიწყარია პატარაობაში დედის გაფრთხილება ლიმნის დაჭრასთან დაკავშირებით სამზარეულოში მარმარილოს ფილაზე. მოგახსენებთ, რომ მარმარილოს ზედაპირი ზიანდება, შედის ქიმიურ რეაქციაში ლიმონის მიერ გამოყოფილ წვენთან, აჩენს თეთრ ლაქას, რაც დაუდევრობის უსიამოვნო შედეგად შეიძლება იქცეს. ბოლო წლებში მარმარილოს დეკორატიული ფილა, სამზარეულოსა და რაკოვინების მოთხოვნადი, განუყრელი ნაწილი გახდა.

მარმარილო მარმარადან:

ყველასთვის ცნობილია, რომ მარმარილო სიტყვა მოდის თურქეთში მდებარე მარმარილოს ზღვიდან “მარმარა”. მარმარილოს დარქმევის ისტორიის პროცესი დაიწყო ამ სახელად კუნძულის დარქმევით, შემდეგ ძღვის, ადგილმდებარეობისა და შემდეგ მატერიალით დასრულდა. მარმარა – ამ ბუნებრივი წიაღისეული ქვის წყარო დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა. წლების მანძილზე ამ ბუნებრივმა ქვის მეშვეობით აგებული მოქარგული თუ აშენებული იქნა არაერთი სასახლის კედელი, ქანდაკება, აბანო. მარმარას ტიპის მარმარილო, ჩვენს თვალს იმდენად მიეჩვია, რომ ხშირად ვხედავთ მას ფანჯრის რაფის, აბანოს ან სასაფლაოს ქვის სახით. მისი მარტივი ორნამენტი განსაზღვრავს მის დაბალ ფასს. მაგრამ მარმარილოს ასორტიმენტი არ შემოიფარგლება წვრილ ზოლებიანი იაფიანი მარმარილოთი. აგრეთვე ცნონილია მუღლასა, ბურსას, აფიონისა და სხვა მარმარილოები, რომლებსაც მოწითალო ფერი, განიერი მკვეთრი ზოლები და ფერადი ცინცქლები აქხლავს. ახლა ვიფიქროთ თუ როგორ უნდა მოხდეს მარმარილოს დეკორირება. მარმარილოს ორნამენტის ტრენდის განმავლობაში შესაძლებელია იატაკების მარმარილოს ფილები თ ან შემცვლელებით მოფენვა. 

მარმარილოს ფილები ძირითადად შიდა დეკორის, მაგიდა-სერვანდების, ქანდაკებისა და სხვადასხვა სუვინირებისთვის გამოიყენება. დღედღეისობით მარმარილო არის ფუფუნების განუყოფელი ნაწილი. მისგან გამზადებული აბაზანები, ბუხრები, ნიჟარები, ოთახების არკები, საუნების მოხმარება იზრდება. ღია სიცრცეში გამოყენებულ მარმარილოს არ უნდა ჰქონდეს ფორები. წინააღმდეგ შემთხვევაში მარმარილოში ჩაჟონილი წვიმის წყალი თან ფერს დაუკარგავს, თან მომავალში დაშლის მიზეზად იქცევა. მარმარილოს წარმოების დროს ნარჩენი ნატეხები გზების მოპირკეთებაში, ხელოვნურ ქვებად, და პლომბის მასალად გამოიყენება. დაახლოებითი გამოთვლებისა და პროგნოზებზე დაყრდობით დღესდღეისობით წლიური მარმარილოს წარმოება 550,000-სა და 650,000 კუბურ მეტრ შორისაა. ბრუნვა კი წლიურად ას მილიონ დოლარამდე ადის.მარმარილოს წარმოებაში ლიდერი ქვეყნები: იტალია, აშშ, საფრანგეთი, პორტუგალია, გერმანია, თურქეთი, ეგვიპტე, შვეიცარია. ამ ქვეყნებს შორის ყველაზე ლამაზი მარმარილო იტალიაში მოიპოვება. იტალიის კარარას მაღაროდან მოპოვებულ თოვლივით ქათქათა მარმარილოები მსოფლიოში სახელგანთქმულია. დანარჩენ ქვეყნებში მარმარილოს წყაროები მასთან შედარებით უმნიშვნელო რჩება.



Number of Views 380

Bir Cevap Yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir